Tuesday, May 3, 2016

Dreams Come True?!

ყველა ჩვენგანს მინიმუმ ორი მიზანი მაინც აქვს, რომლებიც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც არ სურს იყოს წარმატებული კარიერაში და იყოს ბედნიერი თავის საყვარელ ადამიანთან. ე.ი. ორი ძირითადი მიზანი იკვეთება კარიერა და პირადი ცხოვრება

ჩემთვისაც ეს ორი მიზანი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ხშირად გამიგია ფრაზები მომავალი კარიერისტებისგან, ჯერ კარიერა, შემდეგ ოჯახი. სიმართლე გითხრათ, მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნებოდი. თუმცა, მერე მაინც წუწუნებს, რა მოხდება ვინმე წესიერი მაინც გამოჩნდესო. 

სწორედ მე აღმოვჩნდი ჩემი სიტყვების მსხვერპლი, რადგან შემიყვარდა, ძალიან შემიყვარდა. მეგონა, ვიპოვე ჩემი ოცნების კაცი, მეგონა, ციდან ხმელეთზე აღარაფერი დამაბრუნებდა. მეგონა, ყველაზე ბედნიერი ვიყავი გეი წყვილებს შორის. და ეს ასეც იყო, პირველი ორი თვე მაინც, თუმცა მალე პრობლემები შემექმნა უნივერსიტეტში, სწავლას დროს ვეღარ ვუთმობდი და ჩემი ლოზუნგიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ურთიერთობა შემეწყვიტა. ასეც მოვიქეცი!


ყოველი წიგნთან მიჯდომა მასზე ფიქრით იწყებოდა და მასზე ფიქრით მთავრდებოდა. შედეგად, კარგი სწავლა კი არა, პირიქით, ცუდი სწავლაც ვერ მივიღე. ერთი კვირა ასე გრძელდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე დავბრუნებოდი და სულ არ სწავლას, ცუდი სწავლა მაინც მიმეღო.


თუმცა, მას ჩემი მხრიდან გული უკვე გატეხილი ჰქონდა და ადვილი არ იყო შემდგომი ეტაპები. ბევრი ჩხუბი, ბევრი კამათი, ბევრი სიყვარული და ვერც ვშორდებოდით და ვერც ერთად ვიყავით. საბოლოოდ, ისევ მე გადავდგი ძლიერი ნაბიჯი და შევძელი ამ ურთიერთობის დასრულება, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. 



მოახლოვდა, გამოცდებიც. ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტსა და ყველაზე რთულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ძალიან მეშინოდა გამოცდების, თუმცა, საბედნიეროდ, მე ეს შევძელი და ჩავაბარე, სანაცვლოდ კი ჩემი პირადი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა.



წარსულს ჩაბარდა ის გიჟური მოგონებები, ის გუჟური სიყვარული, ის მხურვალება და ვნება. ახლაც რომ ვიხსენებ ამ ამბავს, თვალზე ცრემლი მადგება. 
თუ როგორ გაგრძელდა ეს ურთიერთობა შემდეგ პოსტში გესაუბრებით.



No comments:

Post a Comment

თუ გსურთ დატოვოთ კომენტარი აირჩიეთ ფროფილი - Anonimous