Thursday, June 28, 2012

St. Pete Pride - June 30, 2012

 1993 წლიდან სანკტ-პეტერბურგსა და ფლორიდაში გლბტ საზოგადოება მართავს გეი აღლუმს.ყოვეილ წელს მაშტაბურ სახელს იღებდა იგი და ახლა ყველაზე დიდი წვეულებაა ფლორიდასა და სანკტ-პეტერბურგში. როდესაც აღლუმს ჩაეყარა საფუძველი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იდგა ლამაზი ჯიხურები ათობით ათას ადამიანს იზიდავდა. 2011 წელს კი ყველა რეკორდი მოხსნა, დამსწრე საზოგადოების რიცხვი მერყეობდა 85-90 ათასს შორის. წელს კი, 30 ივნისს სანკტ-პეტერბურგში რიგით მე-10 გეი აღლუმი გაიმართება. ასევე VIP ბილეთები იქნება გაყიდვაში, რომლის ღირებულება 50$-ია, შემოსული თანხა კი მოხმარდება ქველმოქმედებას. წლევანდელ ღონისძიებას სიმღერებით დაამშვენებს უნიჭიერესი, გეებისთვის საყვარელი მომღერალი დებორა კოქსი.


Tuesday, June 26, 2012

GLBT აღლუმი ნიუ-იორკში

ნიუ იორკში სულ ახლა ხანს, 24 ივნისს, კვირას შუადღეს ჩატარდა GLBT აღლუმი. აღლუმის შეკრების ადგილი იყო მეხუთე გამზირი და ისინი გადაადგილდებოდნენ დასავლეთისკებ და გარეუბნამდე იარეს. ათასობით მაყურებელი, ექსტრავააგნტული და ფერადი გაფორმებები და კოსწიუმები შთამბეჭდავს ხდიდა მას.
ასევე უნდა აღინიშნოს, აღლუმს ესწრებოდნენ: მერი ბლუმბერგი, გუბერნატორი, საბჭოს ქალბატონი ქრისტინე ქუინი და სხვა წარჩინებული ადამიანები.
"ნიუ-იორკი ამაყობს ომათი", ასეთი წარწერით გამოჩდა ჩვენი საზოგადოება.
აღლუმმა მშვიდობიანად ჩაიარა!

Monday, June 25, 2012

როგორ ვართ მოხსენიებულნი ვიკიპედიაზე

გეი (ინგლ. Gay) — ინგლისური ზედსართავი სახელია, რომელიც თავდაპირველად „უდარდელს“, „მხიარულს“, „კაშკაშას“ და „თეატრალურს“ აღნიშნავდა. თუმცა, თანამედროვე ინგლისურ ენაში ამ სიტყვას იყენებენ, როგორც არსებით ან ზედსართავ სახელს, რომელიც ერთსქესიან სექსუალურ ორიენტაციას — ჰომოსექსუალობას გამოხატავს. ქართულ ენაში ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ როგორც არსებითი სახელი და მხოლოდ ჰომოსექსუალი მამაკაცის აღნიშვნისთვის.

ჭორი თუ სიმართლე?


ალბათ ყველას გეცნობათ ჯგუფი ჯედვარდი, რომელიც ევროვიზიაზე ორჯერ იყო წარდგენილი თუმცა წარმატებას ვერც ერთხელ მიაღწია. მრავალი ჭორი დადის, რომ ისინი გეები არიან. თუმცა მათ განაცხადეს Belfasttelegraph-თან ინტერვიუში "We are not gay" (ჩვენ არ ვართ გეები). თუმცა ფეისბუქზე არის გვერდი შექმნილი, რომელსაც 1000-ზე მეტი ლაიქი აქვს ჯედვარდი, როგორ გეი.
მიუხედავა მათ განაცხადისა ძნელია დაიჯერო რომ ისინი ჩვეულებრივი ორიენტაციის მქონე ადამიანები არიან! როდესაც ხარ სელებრითი, ვფიქრობ, კარგი არ უდნა იყოს თავს ბევრის უფლება რომ მისცე.

"ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი გეი თაყვანისმცემელი. ჩვენ არ გვაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი ამის შესახებ. ჩვენ ვართ მხოლოდ ჩვენთვის და ვფოქრობთ ხალხს არ ვაღიზიანებთ" Belfasttelegraph-თან ინტერვიუში დაამატა  ედვარდმა.

1978 წლის 19 ივნისს მსახიობმა გილბერტ ბეიკერმა, რომელმაც შექმნა ეს დროშა გამოაქვეყნა თავისი მემუარები იმ პერიოდის. დროშა იყო განხილვაში GLBT საზოგადოების მიერ სან-ფრანცისკოში. ცისარტყელას დროშა არის საკმაოდ პორტრეტული, ყველასთან მყოფი, უნივერსალურად და საყოველთაოდ ნაცნობი. ეს შეიქმნა მაშინ, როდესაც აქტივისტები საუბრობდნენ გეებზე და სან-ფრანცისკოს ქუჩებში შეგნებულად ჩამოკიდეს ეს დროშა.

Sunday, June 24, 2012

ჰომოფობია

მოგეხსენებათ საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და დღითიდღე აუტანელი ხდება საქართველოში იყო გეი. მიუხედავად ამისა დღითიდღე იზრდება გეების რიცხვი. საზოგადოება თითქოს შეეჩვია და "ნება დაგვრთო" ვიცხოვროთ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც იგრძნობა აგრესია. კარგი, ვთქვათ თბილისსა და ბათუმში ნაწილობრივ გადაიჭრა ეს პრობლემა, როგორც გეი საზოგადოება აღნიშნავს, თუმცა მე მაიც არ ვფიქრობ ასე. რეგიონებში და მის რაიონებში ჩვენი საზოგადოება დისკრიმინაციაში. ცრემლი მადგება ამ სიტვას ამ დატვირთვით რომ ვამბობ. მაგრამ ეს ქართული რეალობაა!
საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენ გვეპყრობა, როგორც ცხოველ და უარეს შემთხვევაში არაამქვეყნიურს. განა ისიცი ჩვენზე უკეთესნი არიან? ეს შეკითხვა რომ დაუსვა პასუხი თვითონაც არ ეცოდინებათ. არ მინდა ლიტერატურაში გადავიჭრა მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ილია ჭავჭავაჭის მოთხრობა "მგზავრის წერილები", სადაც ქართველებს არ მოსწონს "თერგდალეულები? რატომ? იმიტომ, რომ არ აქვთ მიზეზი?

გული მტკივა ამ ვიდეოზე!!! ;( უსუსური მიზეზები


   
ასევე ქართველმა ბლოგერებმა ხელი გამოგვიწოდეს და ჰომოფობიის წინაღმდეგ გადაიღეს ვიდეო. დიდი მადლობა მათ!